Reuters: ირანში -ის სამხედრო ჩარევა ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი

ირანში -ის სამხედრო ჩარევა ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ორმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევა მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს. ისრაელის მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ტრამპმა ჩარევა გადაწყვიტა, თუმცა მასშტაბები და ვადები გაურკვეველი რჩება,” – წერს სააგენტო.

ასევე აღინიშნება, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს. დიდ ბრიტანეთს ასევე გაჰყავს პერსონალი კატარში მდებარე ავიაბაზიდან აშშ-ის მოსალოდნელ დარტყმებამდე. აღინიშნება, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ამაზე კომენტარები არ გაუკეთებია.

„ყველა სიგნალი იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ-ის თავდასხმა გარდაუვალია, მაგრამ ეს ადმინისტრაცია სწორედ ასე იქცევა, რათა ყველა ყურადღებით იყოს. არაპროგნოზირებადობა სტრატეგიის ნაწილია,” – განაცხადა დასავლეთის სამხედრო მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბარში.