Reuters: თუ ბაიდენი არჩევნებს გამოეთიშება, პარტიაში ალტერნატივად კამალა ჰარისს განიხილავენ

წყაროების მიხედვით, თუკი -ს პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშოს, მის მთავარ ალტერნატივად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს განიხილავენ.
გამოცემა Reuters აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლისა და დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის (DNC), ასევე ბაიდენის კამპანიაში ჩართული რამდენიმე მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 ივნისს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული დებატების შემდეგ, დემოკრატიულ პარტიაში ბაიდენის ასაკთან დაკავშირებით არსებული კითხვები კიდევ უფრო გამოააშკარავა.
მას შემდეგ, რამდენიმე გავლენიანმა დემოკრატმა, მათ შორის კალიფორნიის, მიჩიგანისა და პენსილვანიის გუბერნატორებმა, ბაიდენთან ვიცეპრეზიდენტის პოზიციაზე ჰარისის ნაცვლად სხვა კანდიდატის დაყენების წინადადება წამოაყენა. თუმცა, ზემოხსენებული წყაროების თქმით, სთვის გვერდის ავლის მცდელობა არარეალურია.
წყაროების თქმით, თუკი ბაიდენის ნაცვლად დემოკრატიული პარტია ჰარისის კანდიდატურას წარადგენს, მაშინ იგი ბაიდენის კამპანიის ინფრასტრუქტურასა და კამპანიის ფარგლებში შემოსულ თანხაზე კონტროლს მოიპოვებს.