Reuters – „თურქეთის ავიახაზებმა“, ერდოღან-ტრამპის მოლაპარაკებების შემდეგ, Boeing-ის 225 თვითმფრინავის შესყიდვასთან დაკავშირებული გარიგება დაასრულა

„თურქეთის ავიახაზების“ განცხადებით, Boeing 787 ტიპის 75 თვითმფრინავს შეუკვეთავს და ასევე დაასრულა მოლაპარაკებები Boeing 737 MAX-ის ტიპის 150 თვითმფრინავის შეძენასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ავიაკომპანია განაცხადა, რომ გადაწყვიტა Boeing-ისგან 75 ფართოკორპუსიანი B787-9 და B787-10 თვითმფრინავის შეძენა.
მიწოდებები 2029-დან 2034 წლამდეა დაგეგმილი.
კომპანიის ინფორმაციით, Rolls-Royce-თან და GE Aerospace-თან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძრავების, სათადარიგო ძრავების და ტექნიკური მომსახურების შესახებ.
„თურქეთის ავიახაზებმა“ ასევე განაცხადა, რომ დაასრულა მოლაპარაკებები Boeing-თან კიდევ 150 თვითმფრინავის შეძენაზე 737-8/10 MAX მოდელებთან დაკავშირებით. კომპანიის განმარტებით, 737-8/10 MAX თვითმფრინავების შეკვეთები განხორციელდება ძრავების მწარმოებელ CFM International-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ.
ხუთშაბათს, თურქეთის პრეზიდენტი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ თურქეთი მზად არის დათანხმდეს მის მოთხოვნას, რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტოს და რომ მას შეუძლია ანკარას წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციების მოხსნა, რათა თურქეთმა ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენა შეძლოს.