Reuters – თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ომანში აშშ-სა და ირანის დელეგაციები ჩავიდნენ

თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ომანში -სა და ირანის დელეგაციები ჩავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, დღეს, ომანის დედაქალაქ მასკატში თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი უხელმძღვანელებს, ხოლო აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი წარმოადგენს.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ბინ ჰამად ალ ბუსაიდის შუამავლობით წარიმართება.
ირანული მედიის ინფორმაციით, მასკატში მოლაპარაკებების დაწყება 17:00 საათზე იგეგმება.
ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„მინდა, რომ ირანი მშვენიერი, დიდებული და ბედნიერი ქვეყანა იყოს, მაგრამ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება