Reuters – გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა

დონალდ ტრამპი გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა, – ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპს ორმა მთავარმა მრჩეველმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა – თუ ის -ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს – გეგმა უკრაინისთვის უფრო მეტი ამერიკული იარაღის გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა.
ასევე, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მოსკოვს აფრთხილებს იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში, აშშ უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის.
კელოგისა და ფრედ ფლეიცის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით, რომლებიც 2017-2021 წლებში დონალდ ტრამპის ეროვნული უშიშროების საბჭოში შტაბის უფროსები იყვნენ, ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არსებულ ფრონტის ხაზების საფუძველზე მოხდება.
ფრედ ფლეიცის ცნობით, გეგმას დადებითად გამოეხმაურა.
„არ ვამტკიცებ, რომ ის გეგმას ან თითოეულ სიტყვას დაეთანხმა, მაგრამ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასეთი გამოხმაურება მივიღეთ“, – განაცხადა ფრედ ფლეიცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება