Reuters – დონალდ ტრამპის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, გერმანია „როსნეფტის“ ადგილობრივი კომპანიების ნაციონალიზაციის საკითხს განიხილავს

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ გერმანია „როსნეფტის“ ადგილობრივი კომპანიების ნაციონალიზაციის საკითხს განიხილავს, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მიერ „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ გერმანიის ხელისუფლებაში რუსული ნავთობკომპანიის ადგილობრივი ბიზნესების ნაციონალიზაციის საკითხს განიხილავენ, მათ შორის, „შვედტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაციასაც, საიდანაც ბერლინი საწვავის უმეტეს ნაწილს იღებს.
-ის ფინანსთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ლიცენზია გასცა, რომლითაც „როსნეფტის“ გერმანული ბიზნესი აშშ-ის სანქციებისგან 2026 წლის აპრილამდე გაათავისუფლა.
წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ გერმანელ მაღალჩინოსნებს სურთ, ეს გამონაკლისი მუდმივი იყოს, თუმცა ისინი აქტივების ჩამორთმევისა და უცხოური ინვესტორებისთვის მიყიდვის ვარიანტსაც განიხილავენ.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ქვეყნის მთავრობა აშშ-ის ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტშია და ლიცენზიის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?