Reuters – „დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახალი სანქციებით ემუქრება

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, მიჰყვეს უკრაინის მაგალითს და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„დიდი შვიდეულის“ წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, ნაცვალგების საფუძველზე იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტაზე თანაბარი პირობებით დათანხმებითა და მისი სრული განხორციელებით“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების კანადაში გამართული შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული განცხადების საბოლოო პროექტში, რომლის შინაარსიც Reuters-სთვის გახდა ცნობილი.
„დიდი შვიდეულის“ ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში განაცხადეს, რომ პროექტს, რომელიც მაღალი რანგის დიპლომატებმა დაამტკიცეს, მინისტრების მხრიდან მწვანე შუქი სჭირდება.
„მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცული უნდა იყოს და რომ საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი და სანდო მექანიზმები, რათა მ აგრესიის ნებისმიერი განახლებული აქტის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეძლოს“, – განაცხადეს წყაროებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება