Reuters – გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დანით თავდახმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დანით თავდახმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქ ჰამბურგის პოლიციის ცნობით, თავდასხმა პარასკევს საღამოს ქალაქის რკინიგზის სადგურზე მოხდა, ხოლო თავდამსხმელი დაკავებულია.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო ექვსი მათგანი მძიმედ არის დაჭრილი.
პოლიციის განცხადებით, თავმდამსხმელი 39 წლის ქალია.
„ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ქალი პოლიტიკური მოტივით მოქმედებდა“, – განაცხადა ჰამბურგის პოლიციის პრესსპიკერმა, ფლორიან აბენსეტმა.

ასევე დაგაინტერესებთ