Reuters – გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთთან ომში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა განიხილოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთთან ომში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა განიხილოს.
როგორც Reuters, სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით იუწყება, პისტორიუსი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გეგმავს, სადაც ის კიევისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხს განიხილავს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, რათა მან თავი დაიცვას და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდეს, სადაც მზად იქნება სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა პისტორიუსმა გამგზავრებამდე.
როგორც გამოცემა წერს, შეერთებული შტატების შემდეგ გერმანია უკრაინის მეორე უდიდესი სამხედრო მხარდამჭერია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

სააპელაციო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა