Reuters – “გაზპრომმა” თითქმის ყველა ევროპელი კლიენტი დაკარგა

“გაზპრომმა” თითქმის ყველა ევროპელი კლიენტი დაკარგა და უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტისთვის უკვე მოემზადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters -ი “გაზპრომში” გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თანახმად, რუსული გაზის მონოპოლისტ “გაზპრომის” გეგმები იმ მოცემულობიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის 31 დეკემბრის შემდეგ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი აღარ განხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას არ სურს შეთანხმების გახანგრძლივება, რომელსაც უკრაინისთვის სატრანზიტო მოსაკრებლების სახით წელიწადში 1 მილიარდ დოლარამდე მოაქვს, მოსკოვის სიგნალებს იძლევა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის და უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტის გაგრძელების შესაძლებლობისთვის.
თუმცა აღნიშნულია, რომ რუსეთმა, რომელიც ში ფართომასშტაბიან შეჭრამდე ევროპაში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორი იყო, ამ მომენტისთვის თითქმის ყველა ევროპელი კლიენტი დაკარგა. ეს რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირების ევროკავშირის ძალისხმევებსა და 2022 წელს “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენის აფეთქებას მოყვა.
გამოცემის წყაროს თანახმად, მომავალი წლისთვის ს საბაზისო სცენარი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის სრულ არარსებობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!