Reuters: აშშ-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა

გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ -ს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მცირე ხნით შეჩერების შემდეგ განახლდა.

Reuters-ის წყაროები ამბობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ პოლიტიკას განიხილავდა. მათივე თქმით, თეთრ სახლში ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებაა.

გამოცემა წერს, რომ იარაღის მიწოდება მას შემდეგ განახლდა, რაც თეთრმა სახლმა უკრაინისთვის ყველანაირი დახმარების მიწოდების შეწყვეტის შესახებ თავდაპირველი გადაწყვეტილება გააუქმა.

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების შედეგად,  ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მის განკარგულებაში დაახლოებით $3.8 მილიარდის ღირებულების დახმარება არის, რომლის უკრაინისთვის გამოყოფის საშუალებაც აქვს, თუკი მისი ადმინისტრაცია ამას გადაწყვეტს.

როგორც გამოცემა წერს, ის, რომ სამხედრო დახმარება აშშ-ს მარაგებიდან გამოიყოფოდა, მისი გრძელვადიანი მდგრადობის შესახებ ეჭვებს აჩენდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა