Reuters: აშშ-მ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეეტის შეთავაზებაზე უარი თქვა

Reuters-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, -მ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეეტის შეთავაზებაზე უარი თქვა. Reuters აღნიშნულ ინფორმაციას სამ ანონიმურ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროების მიხედვით, პუტინი აშშ-ს სთავაზობდა ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის გაყინვას, თუმცა, უარს ამბობდა ს კონტროლის ქვეშ მყოფი ოკუპირებული ტერიტორიების დათმობაზე.
პუტინმა აშშ-ს გზავნილები 2023 წელს გაუგზავნა ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პარტნიორების შუამავლობით.
Reuters-ის სამივე წყაროს მიხედვით, აშშ-მ უარყო რუსეთის შეთავაზება და ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, თუ მასში ც არ იქნება ჩართული. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, მოლაპარაკება ვერ შედგა, რადგან აშშ-ს არ სურდა უკრაინაზე წნეხის მოხდენა.
კრემლმა, თეთრმა სახლმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ (CIA) აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
გუშინ, აშშ-ს სენატმა კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, რომლიდანაც $60 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად გამოიყოფა. ახლა კანონპროექტი განსახილველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გაიგზავნება.