Reuters – აშშ-მა “ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელსაც სირიის ამჟამინდელი ლიდერი ხელმძღვანელობდა, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო

აშშ-მა “ალ-ნუსრას ფრონტი“ იგივე “ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო.
Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო.
23 ივნისით დათარიღებულ მემორანდუმს აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა მარკო რუბიომ ხელი მოაწერა.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის მიერ სირიისთვის აშშ-ის სანქციების პროგრამის გაუქმების შესახებ აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერიდან ერთი კვირის შემდეგ გადაიდგა.
„ორგანიზაციას სირიის ალჟამინდელი ლიდერო აჰმედ ალ-შარაა ხელმძღვანელობდა, რომელმაც სხვა ისლამისტ მეამბოხეებთან ერთად სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი თანამდებობიდან გადააყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე