Reuters – -ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ს ნატო-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით კარგი სიახლე ელოდება

უკრაინა მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით “კარგ სიახლეს” მიიღებს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
“ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ სამიტზე მისვლას და საჰაერო თავდაცვის შესახებ ახალი განცხადებების გაკეთებას. გსმენიათ, რომ უკრაინელებს სურთ დამატებითი Patriots-ის ან მსგავსი სისტემები და ვფიქრობ, ჩვენ გვექნება დამატებითი კარგი ამბები მათთვის ამ კუთხით”, – აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
უკრაინის ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში მოუწოდებენ თავიანთ მოკავშირეებს მიაწოდონ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რათა დაიცვან თავი ს ძალების ხშირი სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისგან 2022 წლის შეჭრის შემდეგ.
შეგახსენებთ, ალიანსის ლიდერები ნატო-ს სამიტზე ვაშინგტონში, 9- 11 ივლისს შეიკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი – სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორები გაგზავნა

ანი ნადარეიშვილი – როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და კაბინეტში „აკაჩავებდა“ მოწმეებს და მოსამართლეებს – მაშინდელი სუს-ის უფროსი, „ქოცების“ „ფილარმონია” კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს