აშშ-ის სანქციების გამო ჩინეთის მთავარი სახელმწიფო ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის ყიდვას წყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები შემოიღო ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანიის – “როსნეფტისა” და “ლუკოილის” წინააღმდეგ, ჩინეთის მთავარმა სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა შეწყვიტეს რუსული ნავთობის ყიდვა.
წყაროების ცნობით, ჩინური სახელმწიფო ნავთობკომპანიები – PetroChina, Sinopec, CNOOC და Zhenhua Oil როგორც მინიმუმ უახლოეს მომავალში თავს აარიდებენ ზღვით რუსული ნავთობის ყიდვას სანქციების გამო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთამდე ინდოეთმა – ზღვით რუსული ნავთობის მთავარმა მყიდველმა – შეწყვიტა რუსული ნავთობის ყიდვა ამერიკული სანქციების გამო.




