აშშ-ის ახალი „სამშვიდობო შეთანხმება“ უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებსა და შეიარაღების შემცირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ვაშინგტონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სიგნალი გაუგზავნა, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს რუსეთთან ომის შესაწყვეტად აშშ-ის მიერ შემუშავებულ ჩარჩოს, რომელიც კიევის მხრიდან ტერიტორიებისა და შეიარაღების ნაწილის დათმობას ითვალისწინებს.
წყაროების თქმით, აშშ-ის მიერ შემუშავებული წინადადება სხვა ყველაფერთან ერთად უკრაინის მიერ შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასაც ითვალისწინებს. მათი ცნობით, ვაშინგტონს სურს, რომ კიევი ძირითად პუნქტებს დათანხმდეს.




