Reuters – ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ზეწოლა მოახდინონ უნგრეთზე, რათა ქვეყანამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათ სურთ, უნგრეთმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება, რადგან თუკი ბუდაპეშტი ასე არ იმოქმედებს, ის ვაშინგტონთან ურთიერთობას რისკის ქვეშ დააყენებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის თქმით, ღრმად შეშფოთებულია უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობის მიმართულებით.
სენატორმა, ამ კონტექსტში ისაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მიერ უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების გაჭიანურება და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლაზე.
„პარტნიორები არ აკეთებენ ამას და მე კითხვა მიჩნდება, არიან თუ არა ისინი სანდო მოკავშირეები ჩვენი უვიზო რეჟიმის პროგრამისთვის“, – განაცხადა კარდინმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის უვიზო რეჟიმის პროგრამა საშუალებას აძლევს 41 ქვეყნის მოქალაქეებს, აშშ-ში უვიზოდ 90 დღემდე ვადით იმოგზაურონ. ამასთან, ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ტომ ტილისმა, რომლებიც სენატის ნატო-ს დამკვირვებელთა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც უნგრეთს კურსის შეცვლისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ნატო-ს ერთადერთი წევრია, რომელსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი არ დაუმტკიცებია, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაცია ოფიციალურად დაასრულა.