Reuters – ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-ს აჭარბებს

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-ს აჭარბებს , – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2800 ადამიანი დაშავდა.
მაშველები რამდენიმე დასახლებამდე მისვლას რთული მთიანი რელიეფისა და ცუდი ამინდის გამო ვერ ახერხებენ.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შარაფატ ზამანმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.
ავღანეთში მომხდარ 6 მაგნიტუდის სიმძლავრის ს ქუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებში 812 ადამიანი ემსხვერპლა.