კატარის ამირა მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, კატარის ამირა, შეიხი თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების საკითხებს განიხილავენ.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე „სერიოზული საუბარი“ შედგება.
„კატარი ჩვენი ძვირფასი პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება. სახელმწიფოს მეთაურებს შორის კონტაქტები საკმაოდ ხშირია“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
