Reuters – იულია სვირიდენკომ უკრაინის უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა

იულია სვირიდენკომ უკრაინის უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, – ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პარლამენტი ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს, დადგენილი პროცედურის შესაბამისად“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი X-ზე.

ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ საპარლამენტო პროცედურა შესაძლოა, ხვალ, 14 ივლისს დაიწყოს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებების პროცესის დაწყების შესახებ გუშინ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო