Reuters: ათასობით უნგრელი შეუერთდა ბუდაპეშტში პრაიდის პირველ მსვლელობას ორბანის დამარცხების შემდეგ

მემარჯვენე ლიდერის, ვიქტორ ორბანის აპრილის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბუდაპეშტში გამართულ პირველ ყოველწლიურ პრაიდ-მსვლელობას 10 000-ზე მეტი უნგრელი შეუერთდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ქალაქში რეკორდული სიცხის მიუხედავად, პრაიდის მონაწილეებმა უზარმაზარი ცისარტყელასა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გამართეს.

გასული წლის მსვლელობა, რომლის აკრძალვაც ორბანმა სცადა LGBTQ+ უფლებების წინააღმდეგ მიმართული ფართო პოლიტიკის ფარგლებში, მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციად გადაიქცა, რომელმაც ათიათასობით ადამიანი მიიზიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო