Red Wings-ი გროზნოდან თბილისსა და ბათუმში პირდაპირი ფრენების დამატებას გეგმავს

13 მარტს ს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, როსავიაციამ რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს საქართველოს მიმართულებით დამატებითი ფრენების წინასწარი ნებართვა მისცა.
Red Wings-ს სურს ფრენების დამატება შემდეგი მიმართულებებით: ირკუტსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, გროზნო-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-, გროზნო-, ნოვოსიბირსკი-ქუთაისი.
თითოეულ მიმართულებაზე გაიცა ნებართვა კვირაში შვიდი რეისის შესასრულებლად. რუსული ავიაკომპანიის ახალი ფრენების დასაწყებად საჭიროა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა.
ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.