Qatar Airways-ის ავიარეისზე ტურბულენტობის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ავიაკომპანია Qatar Airways-ის რეისზე ტურბულენტობის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მედიის ცნობით, თვითმფრინავი ფრენას დოჰადან დუბლინის მიმართულებით ასრულებდა.
ინციდენტი თურქეთის ავიასივრცეში მოხდა, თუმცა ფრენა გაგრძელდა და თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას, დუბლინში, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, დაჯდა.
დუბლინის აეროპორტის განცხადებით, ინციდენტის შედეგად 6 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი დაშავდა, რომელთაგან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ