Puma-მ რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა

რუსული მედიის ინფორმაციით, „როსპატენტის“ მონაცემთა ბაზის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ სპორტული ტანსაცმლის ცნობილმა გერმანულმა ბრენდმა, Puma-მ რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა თავისი საფირმო ფეხსაცმლის ზოლის ვარიაციისთვის.
სპორტული სამოსის ცნობილი ბრენდის განაცხადი სარეგისტრაციოდ 18 მარტს შეიტანეს.
ცნობისთვის, 2022 წლის მარტში Puma-მ რუსეთში საქონლის მიწოდება შეწყვიტა და ქვეყანაში არსებული მაღაზიები დახურა.
Previous: ვიქტორ ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის -ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობა იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო

ასევე დაგაინტერესებთ