Pray For Rs – რას ნიშნავდა როდრიგოს წარწერა “ბაიერნთან” შეხვედრაში, რომელიც დიდ ტრაგედიას უკავშირდება

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” 2:1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 4:3 იმარჯვა და ფინალში გავიდა.
დაპირისპირების მე-13 წუთზე მადრიდელთა შემტევმა როდრიგომ არაზუსტი დარტყმა შეასრულა, რის შემდეგაც “ბლანკოსის” მაისური სახეზე აიფარა და წარწერა Pray For Rs (ილოცეთ Rs-სთვის) გამოჩნდა.
ეს გზავნილი ბრაზილიელს მის სამშობლოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ჰქონდა.
RS ნიშნავს Rio Grande do Sul. ეს არის ბრაზილიის შტატი, რომელიც ძლიერი წვიმის გამო კატასტროფულ წყალდიდობას განიცდის.
სულ მცირე 85 ადამიანი დაიღუპა, 150000 კი უსახლკაროდ დარჩა, რადგან
ქვეყნის სამხრეთით ათასობით ქალაქი წყლის ქვეშ რჩება. როდრიგოს ეს გზავნილი კი ამ სტიქიით დაზარალებულთა და მსხვერპლთა პატივისცემა იყო.