Pravda – ბერდიანსკში „პუტინის არჩევნების“ ორგანიზატორი ქალი თავის მანქანაში ააფეთქეს

ოკუპირებულ ბერდიანსკში ე.წ „არჩევნების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ქალი თავის მანქანაში ააფეთქეს. ის მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

ბერდიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვიქტორია გალიცინა ამბობს, რომ „ფსევდოარჩევნების ერთ-ერთი ორგანიზატორი ლიკვიდირებულია“.

„ინციდენტი ჰერცენის ქუჩაზე მოხდა. შედეგების ამსახველი კადრები ოკუპანტების პროპაგანდისტულმა წყაროებმა გაავრცელეს. როდესაც ქალი საკუთარ მანქანაში ჩაჯდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – აღნიშნავს გალიცინა.

ამასთან, რუსული მხარის ინფორმაციით, მანქანის ქვეშ დაახლოებით ერთ-ნახევარი კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტური ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც