Politico: ჩინეთის ყოფილი საგარეო მინისტრი, შესაძლოა, წამების ან სუიციდის შედეგად გარდაცვლილიყო

ჩინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინ განი, ივლისში, თვითმკვლელობის ან წამების შედეგად გარდაიცვალა, ეუბნებიან გამოცემა „პოლიტიკოს“ ჩინეთის მთავრობის ზემო ეშელონებთან დაახლოებული წყაროები.
როგორც გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ჩინ განი დანიშვნიდან რამდენიმე თვეში მინისტრის თანამდებობიდან რუსული მხარის ინფორმაციის საფუძველზე მოხსნეს. კერძოდ, ბოლო ოფიციალური პირი, ვინც მაშინ ჯერ კიდევ მინისტრ ჩინ განს მიუღია, ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო ყოფილა.
სწორედ რუდენკოსთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
„პოლიტიკოს“ წყაროების ცნობით, რუდენკო ჩინეთში იმისთვის ჩავიდა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაეცა – კერძოდ ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩინეთის ჯარის რამდენიმე მაღალჩინოსანი დასავლურ სადაზვერვო სამსახურებზე მუშაობდა.
რუდენკოს განცხადებითვე, ამ მუშაობის ფარგლებში, მინისტრმა და ჩინეთის სარაკეტო ჯარების მაღალჩინოსანმა ოფიცრებმა ჩინეთის ბირთვული იარაღის საიდუმლოები დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს.
რუდენკოსთან შეხვედრის შემდეგ მინისტრი ჩინ განი გაუჩინარდა. მალევე, მკაცრად ცენზურირებად ჩინურ ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მინისტრს ჰყავდა საიდუმლო შეყვარებული – ჩინური ტელეარხის ჟურნალისტი, ხოლო მათი შვილი -ის მოქალაქე იყო. ამავე ცნობების თანახმად, ჩინ განმა ეს ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა ის აშშ-ში ჩინეთის ელჩად მუშაობდა. პოლიტიკოს თანახმად, ჩინეთის სამთავრობო პროპაგანდა ცდილობა მოსახლეობაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ განის სასიყვარულო ურთიერთობა და ამერიკის მოქალაქე ბავშვი გახდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, თუმცა სინმადვილეში, წერს გამოცემა, ყოფილი მინისტრი უცხოელ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდების გამო დაისაჯა.
ოფიციალურად ჩინ განმა თანამდებობა დატოვა 2023 წლის 25 ივლისს, ხოლო ამავე თვის ბოლოს, ამბობენ „პოლიტიკოს“ წყაროები, ჩინ განი პეკინის სამხედრო ჰოსპიტალში [სადაც მაღალჩინოსნები მკურნალობენ] ან თვითმკვლელობის, ან წამების შედეგად გარდაიცვალა. თუმცა, ოფიციალური ცნობები ყოფილი მინისტრის გარდაცვალებაზე არ გავრცელებულა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უარს ამბობენ ამ საკითხზე კომენტირებაზე. საუბარი არ ისურვეს არც დასავლური სადაზვერვო მსახურების წარმომადგენლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ