Politico: საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გამო უოლცის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

-ის უმაღლესი თანამდებობის პირების დახურულ ონლაინ-ჩატში უცხო პირის შეცდომით ჩართვით გამოწვეული სკანდალის გამო თეთრ სახლში საუბრობენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლებლობაზე. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
გამოცემის წერს, რომ უოლცის მომავალი ეჭვქვეშ დადგა საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გამო.
Politico-ს წყაროთა ცნობით, თეთრი სახლის მაღალჩინოსნების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაიკ უოლცმა თანამდებობა თავად უნდა დატოვოს.
საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა უახლოეს ხანში უნდა მიიღოს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტი უოლცს უკვე ესაუბრა და ამ ეტაპზე მხარს უჭერს. ამასთან, როგორც Politico წერს, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა მაიკ უოლცისგან 13 მარტს, მოულოდნელად მიიღო მიწვევა Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, გეგმავდნენ შეტევას იემენში მეამბოხე ჰუთების პოზიციებზე.
საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა