Politico–მ შეიტყო, რომ ევროკავშირი „ლუკოილთან“ ურთიერთობების გაწყვეტის ვარიანტებს იკვლევს

ევროკავშირში განიხილავენ ურთიერთობების გაწყვეტას რუსულ კომპანია „ლუკოილთან“, რომლის წინააღმდეგაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა და მასთან ტრანზაქციების აკრძალვას, – ამის შესახებ პარასკევს Politico წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
„ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აპირებს „გათავისუფლდეს“ რუსული ენერგეტიკული კომპანია „ლუკოილისგან“, რომელსაც -მა ამ კვირაში სანქციები დაუწესა, თუმცა ის არ შედიოდა ევროკავშირის მიერ ს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მე-19 პაკეტში“, – იუწყება გამოცემა.
Politico–ს თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ევროკავშირი „კომპანიასთან ტრანზაქციებზე აკრძალვის დაწესების ვარიანტზე მუშაობს“.