Politico – ივნისში გასამართი ევროპარლამენტის არჩევნების გამო, ევროკავშირს გაფართოების შესახებ საჯაროდ საუბარი არ სურს

ივნისში გასამართი ევროპარლამენტის არჩევნების გამო, ევროკავშირს გაფართოების შესახებ საჯაროდ საუბარი არ სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკავშირის გაფართოების შესახებ საუბრის მინიმუმამდე დაყვანის მიზეზს ევროპელი ფერმერების პროტესტი წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ევროპელი ლიდერები ფერმერების დასამშვიდებლად დათმობებზე მიდიან.
„მოდით, ვიყოთ გულახდილები: ევროპის არჩევნებამდე ამის (გაფართოების) შესახებ საუბარი არავის სურს“, – განუცხადა Politico-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ევროკავშირის ზოგიერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ მათ ურჩევნიათ უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ინტეგრაციასთან დაკავშირებით მუშაობა დახურულ კარს მიღმა გააგრძელონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!