Politico: აშშ-მ ჰეზბოლა გააფრთხილა, არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ისრაელს შეაჩერებენ

Politico-ს ინფორმაციით, -ს მაღალი თანამდებობის პირებმა ჰეზბოლას წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ ჩრდილოეთის ფრონტზე ომის ესკალაციის შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ აშშ ისრაელს შეაჩერებს. როგორც ცნობილია, აშშ ცდილობს არ დაუშვას ომის ესკალაცია ს ჩრდილოეთ საზღვარზე.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქმედი და გადამდგარი მაღალი თანამდებობის პირებისგან ვრცელდება ვარაუდი, რომ უახლოეს კვირებში ისრაელი ჰეზბოლას ძლიერი შეტევით უპასუხებს და თუ ჰეზბოლა კრიზისის დეესკალაციას ვერ შეძლებს, ომის ასაცილებლად მათ აშშ-ს იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
გამოცემა Politico-სთან საუბრისას აშშ-ს მაღალი თანამდებობის წყარო ასევე აზუსტებს, რომ ჰეზბოლას უნდა ესმოდეს, ომის გაჩაღების შემთხვევაში აშშ ისრაელს დაეხმარება თავდაცვაში, თუმცა უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ ჩაერევა. როგორც ცნობილია, აშშ-ს ეს მესიჯი ჰეზბოლამდე შუამავლების საშუალებით აღწევს, რადგან აშშ-ს და ჰეზბოლას პირდაპირი კომუნიკაცია ერთმანეთთან არ აქვთ. ჰეზბოლა აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და ის ირანის მარიონეტულ ძალას წარმოადგენს ლიბანში.
ისრაელი-ჰამასის ომის დაწყებიდან მალევე ჰეზბოლამ დაიწყო ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე თავდასხმები, რის გამოც ჩრდილოეთის ფრონტზე თვეების მანძილზე ორმხრივი შეტაკებები უწყვეტად გრძელდება. ბოლო კვირების განმავლობაში შეტაკებების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რის გამოც ჩრდილოეთის ფრონტზე ომის ესკალაცია უფრო მოსალოდნელი გახდა.