Politico: აშშ-ის სენატი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ პაკეტს განიხილავს

გამოცემა Politico იტყობინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ახალ, ორპარტიულ კანონპროექტს განიხილავს.
გამოცემა წერს, რომ პაკეტი – “ქართველი ხალხის აქტი” სენატს დღეს წარედგინება. მისი სამიზნეები კი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლაში, ასევე ისინი, ვინც ხელი შეუწყო რუსული კანონის მიღებას და დგანან კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უკან.
Politico ხაზგასმით წერს, რომ ქართული ოცნების მიერ შემოღებული რუსული კანონი მსგავსია იმ კანონისა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების გასაჩუმებლად და კრიტიკული ხმის ჩასახშობად იყენებს, ხოლო -მ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების დაშლისას, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეისთან ერთად, მომიტინგეების მიმართ ძალადობრივი ხერხები გამოიყენა.