Politico – საფრანგეთმა პაველ დუროვის ძმის დაკავების ორდერიც გასცა

საფრანგეთმა პაველ დუროვის დაკავების ორდერთან ერთად, მისი ძმის და Telegram-ის თანადამფუძნებლის, ნიკოლაი დუროვის დაკავების ორდერიც გასცა. ინფორმაციას გამოცემა Politico საქმეში ჩართული ანონიმური წყაროსგან მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეგრამის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა. მის  გასამართლებას, პროკურატურა 12 მუხლით ითხოვს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობისა და ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის მუხლით.

Politico-ს მოპოვებულ დოკუმენტში კი ჩანს, რომ საფრანგეთში Telegram-ის ირგვლივ გამოძიება გაცილებით უფრო ფართოა და თვეების წინაა დაწყებული. მანამდე ფრანგული მედია ამბობდა, რომ გამოძიება მხოლოდ ივლისში დაიწყო.

ძმები დუროვების დაკავების ორდერი კი საფრანგეთის პოლიციამ დოკუმენტის მიხედვით 25 მარტს გასცა, მას შემდეგ, რაც Telegram-მა ერთ-ერთი მოხმარებლის იდენტიფიკაციის შესახებ იურიდიულ მოთხოვნას “პასუხი არ გასცა”.

ამასთან, გამოცემის ცნობით, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ Telegram-ი სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც “ფაქტობრივად არ თანამშრომლობდა” როგორც ფრანგულ, ასევე სხვა ევროპულ ხელისუფლებებთან.

SKIP 2