POLITICO: პუტინთან შეხვედრამდე სამიტზე ტრამპი ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან გაისაუბრებს

გამოცემა POLITICO-ს თანახმად, -ის პრეზიდენტი ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთად ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც POLITICO წერს, სამიტი გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ინიციატივით გაიმართება.
გამოცემას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ სამიტის მონაწილეები რუსეთზე ზეწოლის გაზრდის შესაძლებლობაზე, ასევე, რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების საკითხზე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იმსჯელებენ.
POLITICO-ს თანახმად, ფრიდრიხ მერცი და სხვა ევროპელი ლიდერები მოითხოვენ, რომ ჯერ რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, შემდეგ კი დაიწყოს მსჯელობა სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და მოსკოვ-კიევს შორის ტერიტორიების გაცვლაზე.