Photomate x Huawei ტექნიკური ტრენინგი თბილისში

5 აგვისტოს Photomate Caucasus – ის ორგანიზებით, მათივე პარტნიორი მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანიებისთვის, Huawei FusionSolar-ის ტექნიკური ტრენინგი ჩატარდა, რომელიც თბილისში, Margot Hotel-ში წარიმართა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა პარტნიორი EPC კომპანიებისთვის Huawei-ის უახლესი ტექნოლოგიების გაცნობასა და ტექნიკური ცოდნის გაღრმავებას. კერძოდ:
• Huawei-ის უახლესი პროდუქტები
• ენერგიის შენახვის სისტემების მუშაობის პრინციპები (BESS)
• ინსტალაციის სწორი პრაქტიკები და პროდუქტებთან მუშაობის სპეციფიკა (საყოფაცხოვრებო და კომერციული გადაწყვეტილებები)
ტრენინგს უძღვებოდა Photomate-ის ტექნიკური დირექტორი ლევან ბოსტიაშვილი და Huawei-ს წარმომადგენელი, რომლებმაც წარადგინეს როგორც თეორიული მასალა, ისე ინვერტორის ინსტალაციის პრაქტიკული დემონსტრაცია ადგილზე.
დღის ბოლოს გაიმართა პრიზების გათამაშება, სადაც ორ გამარჯვებულს გადაეცა Huawei-ის ტექნოლოგიური მოწყობილობები:
• Shine Energy-ის გუნდის წევრმა მოიგო 4G Dongle და DTSU666-H 3-ფაზიანი ჭკვიანი მრიცხველი (250A)
• Volta 0-ს გადაეცა Huawei-ის ინვენტორი SUN2000-5KTL-L1
“Huawei მსოფლიო ლიდერია მზის ენერგიის ტექნოლოგიებში და ჩვენი კომპანიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი სტანდარტების კომპანიასთან პარტნიორობა და მათგან სწავლა. Photomate კი, ასევე დამკვიდრებული სანდო პარტნიორია, რომელიც მუდმივად ზრუნავს EPC კომპანიების პროფესიულ განვითარებაზე. მადლობა მათ ამ ინიციატივისთვის – მსგავსი ტრენინგები არა მხოლოდ ჩვენს ტექნიკურ ცოდნას ამაღლებს, არამედ მთლიანად საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ხარისხს და სანდოობას აძლიერებს”, – აცხადებს “შაინ ენერჯის” დამფუძნებელი ნინა გადელია

ასევე დაგაინტერესებთ