Paysera Bank Georgia – უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობები

როგორ მივიღოთ უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობები ქართულ საბანკო სექტორში – „პეისერა ბანკი საქართველო“.
Paysera ბანკი ქართულ ბაზარზე პირველი ციფრული ბანკია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპული ანგარიშის გახსნას და იგივე ბენეფიტებით სარგებლობას სთავაზობს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ.
მაღალი ტარიფები და დროში ძალიან გაწელილი გადარიცხვები ევროში გადარიცხვისას Paysera ბანკის მომხმარებლებს აღარ შეაწუხებს. Paysera ბანკი საქართველო უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებს იძლევა.
რა ძირითადი უპირატესობით ისარგებლებენ მომხმარებლები, რომლებსაც Paysera უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებს ჰპრიდება?
მომხმარებელი ონლაინ ხსნის ანგარიშს, რომელიც უფასოა ფიზიკური პირებისთვის და საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესისთვის.
Paysera ბანკის ანგარიშის მფლობელებისთვის 100,000 ევრომდე გადარიცხვები არის მყისიერი 24/7-ზე და საკომისიო არის უპრეცნდენტოდ დაბალი – მხოლოდ 7 ევრო, თანხა აისახება მომენტალურად, ან მაქსიმუმ 10 წუთის შემდეგ. სხვა ქართული ბანკების სერვისით სარგებლობის შემთხვევაში დაყოვნების დრო რამდენიმე დღეა.
Paysera ბანკს კიდევ ერთი და მნიშნველოვანი უპირატესობა ბაზარზე არის ის, რომ ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია 20-ზე მეტ განსხვავებულ ვალუტაში და რაც მთავარია, ქართულ რეალობაში ყველაზე ხელსაყრელი კურსით.
კონკრეტულად რა ტარიფებია გადარიცხვებზე?
ევროს გადარიცხვებზე Paysera ბანკი ქართულ ბაზარზე თავის მომხმარებლებს ყველაზე დაბალ ტარიფებს სთავაზობს.
მყისიერი ევროს გადარიცხვები (SEPA INSTANT) ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ღირს 7 EUR.
100,000 ევროზე მეტი ოდენობის ევროს გადარიცხვები (SEPA) ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის არის 7 EUR.
აღსანიშნავია რომ საერთაშორისო გადარიცხვები მსოფლიოს გარშემო 20 განსხვავებულ ვალუტაშია შესაძლებელი.
უშუალოდ Paysera-ს ქსელში ჩართულ მომხმარებლებს ერთმანეთთან გადარიცხვები შეუძლიათ მომენტალურად ნებისმიერ ვალუტაში, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, ტელეფონის ნომრით ან ელ.ფოსტის მეშვეობით.
ვალუტის კონვერტაციის დროს რა უპირატესობა გაქვთ?
Paysera გარანტირებულად გთავაზობთ ვალუტის საუკეთესო კურსს ბაზარზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის ინდივიდუალურ შეთავაზებებსაც.
Paysera ბანკის ევროპული ანგარიში მულტისავალუტოა, რაც იძლევა შესაძლებლობას იქონიოთ თანხა ერთდროულად მრავალ ვალუტაში.
როგორც აღვნიშნეთ, თანხის კონვერტაცია 20 განსხვავებულ ვალუტაშია შესაძლებელი.
როგორ გახადეთ ხელმისაწვდომი ქართული ბაზრისთვის უპრეცენდენტოდ დაბალი ტარიფები და გადარიცხვის შემცირებული დრო?
Paysera ბანკი თავის მომხმარებელს სთავაზობს ერთიანი ევრო გადახდის არეალის სისტემით (SEPA და SEPA Instant) ანგარიშსწორებას.
საქართველომ SEPA-ს წევრობაზე განაცხადი გასული წლის დეკემბერში შეიტანა. იქამდე კი, სანამ ქვეყანა ერთიანი ევრო გადახდის სისტემის სრულუფლებიანი წევრი გადება, მომხმარებელს SEPA და SEPA Instant-ით სარგებლობა ექსკლუზიურად „პეისერა ბანკი საქართველოს” საშუალებით შეუძლიათ.
SEPA და SEPA Instan სისტემა ევროპის სხვა ქვეყნების და ახლა უკვე Paysera ბანკის მომხმარებელი საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ევროში ანგარიშსწორებას ხდის ძალიან მარტივს და სწრაფს.
კიდევ რა უპირატესობა აქვს ევროპულ საბანკო ანგარიშს?
მაგალითად შესაძლებელია თუ არა ევროპაში სესხების აღება?
აქამდე საქართველოს მოქალაქის საბანკო მონაცემები არ იყო დაკავშირებული ერთიან ევროპულ საბანკო სისტემასთან. ეს ნიშნავდა, რომ თუ მაგალითად გსურდაც გეყიდათ სახლი, ან მანქანა საბანკო სესხით ევროპულ ქვეყანაში, ეს მხოლოდ Sepa-ს წევრი ქვეყნებისთვის იყო შესაძლებელი. ,,პაისერა ბანკი საქართველოს” საშუალებით კი ეს შესაძლებლობა უკვე არსებობს.
ევროპული კომპანია დაატრანსფერებს თქვენს საბანკო ისტორიას და საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს სესხი საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყანა