Paris Stats Germain: წაროუდგენელია – კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

Paris Stats Germain-ი „ტულუზასთან“ პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ეხმიანება:
„ეს კვარაცხელიას წარმოუდგენელი ასპარეზობა იყო. მეტოქეებს 13-დან 13 ორთაბრძოლა მოუგო (მათ შორის 2 საჰაერო)! არცერთი არ წაუგია. რაც 2015 წლიდან სტატისტიკური გამოთვლები ფიქსირდება, ეს პარიზული გუნდის ფეხბურთელების რეკორდია.
მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემა, 6 დარტყმა (2 კარში), ბურთზე 70 შეხება (12 მეტოქის საჯარიმოში), 3-დან 3 წარმატებული დრიბლინგი, 5 ართმევა და 4 ჩაჭრაა“.