Pace ჯგუფი ფოთში ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებს

ს ახალი საზღვაო ნავსადგურის“ მფლობელი კომპანია PACE GEORGIA-ს დირექტორი ირაკლი თათეიშვილი ამბობს, რომ ახალი ნავმისადგომის მშენებლობა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება. ამის შესახებ მან BMG-ის განუცხადა.
ამ პროექტის შესახებ ჯერ კიდევ შარშან “საქმიან დილაში” PACE ჯგუფში შემავალი კომპანია “ტრანსფორდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა ისაუბრა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი ცნობილი გახდა, რომ „ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს“ სახელმწიფოსგან, აღნაგობის უფლებით, სიმბოლურ ფასად, 5 000 კვ.მ-ის ზღვის ფსკერის ტერიტორია გადაეცემა.
“მათ სჭირდებათ ზღვის გარკვეული ნაწილის გამოყენება. აქედან გამომდინარე, სიმბოლურ ფასად, აღნაგობის უფლებით ვაძლევთ ზღვაზე ამ ტერიტორიის გამოყენების უფლებას; ესაა 5 000 კვ/მ, რომ მოხდეს ბურჯების დამაგრება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ.
თავის მხრივ, როგორც ირაკლი თათეიშვილი განმარტავს, მიწა, რომელიც ზღვის ფსკერს მოიცავს, ახალი ნავმისადგომისთვის ხიმინჯების მოსაწყობად იქნება გამოყენებული.
მისივე თქმით, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 36 მლნ დოლარამდეა.
„ნავმისადგომის მშენებლობას ვაპირებთ. ახალი ნავმისადგომი დამატებით 1 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება. აღნაგობით გადმოგვეცემა ზღვის ფსკერი, სადაც უნდა მოეწყოს ხიმინჯები ახალი ნავმისადგომისთვის. ჯამური ინვესტიცია 36 მილიონ დოლარამდეა, პროექტის განხორციელებას ორი წელი დასჭირდება. პარტნიორი -ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაა (DFC), რომლის თანამონაწილეობა 25 მილიონი დოლარია. პროცესი დაწყებული გვაქვს, დოკუმენტაციას ვამზადებთ. უშუალოდ ნავმისადგომის მშენებლობის პროცესი, ვფიქრობ, სექტემბერში ან ოქტომბერში დაიწყება“, – უთხრა BMG-ის ირაკლი თათეიშვილმა.
ინფორმაციისთვის: “Pace ჯგუფს” ნავმისადგომები ფოთის პორტის ძირითადი ოპერატორისგან, APM Terminals-ისგან გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებით აქვს აღებული. ჯგუფის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის აქტივები 282 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ძირითადი პარტნიორები არიან: ირაკლი კერვალიშვილი (38%); ლაურა ლარიონი (38%); თეიმურაზ კერვალიშვილი (10%) და ირაკლი თათეიშვილი (10%),

ასევე დაგაინტერესებთ