PACE-ს მონიტორინგის ჯგუფმა ანდრო ჭიჭინაძე მოინახულა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის (PACE-ს) წევრებმა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე ანდრო ჭიჭინაძე. ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი „სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“.
„ანდრო არის სახე იმ ათასობით ადამიანის, რომელიც რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე დგას. ეს არის პროტესტის ტალღა, რომელიც იცავს ევროპულ მომავალს და გამოვთქვით ვარაუდი და მოლოდინი, რომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში, რომლისკენაც იღვწის ქართველი ხალხი“, – თქვა ადვოკატმა.
PACE-ს წარმომადგენლები საქართველოს მიმდინარე მონიტორინგის მისიის ფარგლებში ეწვივნენ.
როგორც PACE-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ოქტომბრის ს შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.
15 იანვარს დელეგაციის წევრები შეხვდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის სადავო პარლამენტის წევრებს. 16 იანვარს ისინი ასევე შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს.
ანდრო ჭიჭინაძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
უკვე 50 დღეა, საქართველოში იმართება ყოველდღიური აქციები ახალი ს ჩატარების მოთხოვნით – მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს. უწყვეტი აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის