PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოში 14-16 იანვარს ჩამოვლენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები: კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) “ფაქტების დასადგენად” 14-16 იანვარს საქართველოში ჩამოვლენ.
როგორც PACE-ს განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობა, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.
ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას შეხვდებიან.
ეს არის მონიტორინგის მისიის რეგულარული ვიზიტი და არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ლეგიტიმაციის პოლიტიკური მხარდაჭერა ან თანხმობა იმათ პოზიციებზე, ვისაც თანამომხსენებლები შეხვდებიან, – წერია PACE-ს განცხადებაში.
ისინი ასევე შეხვდებიან ზოგიერთ დაკავებულ დემონსტრანტს, რომელთა მიმართ წარდგენილი ბრალი და დაკავება შეშფოთებას იწვევს.
PACE აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა, თანამომხსენებლებთან კონსულტაციის შემდეგ, 2024 წლის 23 დეკემბერს მოითხოვა ვენეციის კომისიის გადაუდებელი აზრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლების ნაწილში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!