PACE-ს დეპუტატები აცხადებენ, რომ შესაძლოა დაიწყონ საქართველოს ევროპის საბჭოდან გარიცხვის პროცედურები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი დეკლარაციას ავრცელებს, საქართველოსთან დაკავშირებით და მინისტრთა კომიტეტისთვის მიმართვას აპირებს თუ ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, დეპუტატები განიხილავენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრებას.
განცხადების მიხედვით 2025 წლის 29 იანვარს ევრსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2585 (2025), რომელითაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება მოხდა იმ პირობით, რომ “საქართველო 2025 წლის აპრილამდე შეასრულებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული პირობებით”.
“ამის ნაცვლად, ვითარება დარმატულად გაუარესდა. ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას განიცდიან. ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ დემოკრატიული ოპოზიციის აღმოფხვრის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიმართული ხანგრძლივი კამპანია”, – ნათქვამია წერილში.
PACE-ს დეპუტატების თანახმად “ქართულმა დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა”, რითიც შეილახა ასამბლეის ავტორირეტი.
“რეპრესიებისა და გამოყოფის ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებს და უგულებელყოფს ასამბლეის ავტორიტეტს. ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები. წევრ სახელმწიფოში ავტორიტარული უკუსვლის იგნორირება ამ ინსტიტუტის საფუძველს უთხრის ძირს. თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს დაიწყონ საქართველოს გარიცხვის პროცესი ევროპის საბჭოს სტატუტის მე-3 მუხლში მოხსენიებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტებთან, ამ საკითხის კომენტირებისას, “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მ თქვა, რომ “ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია” “ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული”, „ისედაც, საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში”, თქვა მ ზუგდიდში მედიასთან საუბარში.
აქვე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ევოკავშირში გაწერიანება სურს, მაგრამ მშიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის არის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
„ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი სურვილი და მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, განვითარება, პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. იმას, რისთვისაც არაერთი თაობა იბრძოდა ათ შორის 80-იან, 90-იან წლებში. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის მშვიდობის და განვითარების უმთავრესი გარანტი“,- განაცხადა კობახიძემ.
26 ივნისს, PACE-ში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატებმა ვითარების მზარდ გაუარესებაზე ისაუბრეს, ბევრმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ევროპის კუთვნილება გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვას, ხოლო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული თანამეგობრობის წევრობის წინაპირობაა.
ფორუმი