PACE-ს დელეგაცია გლდანის ციხეში, ანდრო ჭიჭინაძესა და ზვიად ცეცხლაძეს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი ოპოზიციური გაერთიანების: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა და ძლიერი საქართველოს ლიდერებს შეხვდნენ, შემდეგ კი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ.
ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ PACE-ს დელეგაციის წევრები გლდანის ციხეში მივიდნენ, სადაც რეჟიმის მიერ დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და აქტივისტ ზვიად ცეცხლაძეს მოინახულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის არმიაზე, მისი საფუძველი შეიძლება უკრაინული არმია გახდეს. დღეს უკრაინას ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი, ძლიერი და გამოცდილი არმია ევროპაში