PACE-ის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ – BMG

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოს საკითხის განხილვას დაეთმობა.
PACE-ის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ სტრასბურგში 7-11 აპრილს გასამართ სხდომებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და სერბეთის საკითხებს.
კერძოდ, გადაუდებელი საპროცედურო დებატები გაიმართება თემებზე: “ვითარება საქართველოში და რეზოლუციის გაგრძელება” და “საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ამ დრომდე არა რატიფიცირებული მანდატების გაუქმება, არსებითი გარემოებების გამო”.
ცნობისთვის, ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს PACE-ში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა. PACE-მა გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების” დელეგაციას მომდევნო სესიამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნებოდა, სრულად რატიფიცირებისთვის კი კონკრეტული წინაპირობები უნდა შესრულდეს დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად. 29 იანვარს მიღებული რეზოლუციით საპარლამენტო ასამბლეამ “ქართული ოცნებისგან” მოითხოვა, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო დანიშნულიყო და პოლიტპატიმრები გათავისუფლებულიყვნენ.
საპასუხოდ, საქართველომ, “ოცნების” გადაწყვეტილებით, PACE-ში მუშაობა შეაჩერა.