OSCE-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: მოვუწოდებ, სრულად შესრულდეს რეკომენდაციები

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა X-ზე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის შემაჯამებელ ანგარიშს აზიარებს და ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.
“როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოვუწოდებ, სრულად შესრულდეს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები”, – წერს ის X-ზე.
See below for @osce_odihr’s final report on the recent #GeorgianElections. As @oscepa President I urge full implementation of the recommendations found in the report. https://t.co/V1gVTAoMOh— Pia Kauma (@PiaKauma) December 23, 2024