OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ახალი შეტევა მოჰყვა, ვინმე სალივანი ქსეროქსის ფურცელზე გვიმტკიცებს, რომ სანდო დოკუმენტია

OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ახალი შეტევა მოჰყვა, ვინმე სალივანი ქსეროქსის ფურცელზე გვიმტკიცებს, რომ სანდო დოკუმენტია
OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, სტატიაში მოცემული ყველა ბრალდება დოკუმენტურად გაქარწყლდა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი შეტევა მოჰყვა, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, OCCRP-ის ხელმძღვანელი ვინმე სალივანი, ცდილობს, ქსეროქსის ფურცელი სანდო დოკუმენტიად წარმოაჩინოს. ექსპერტი სტატიას საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფსკერსაც უწოდებს.
“OCCRP-მა ივანიშვილთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატია დაწერა, სტატიაში მოცემული ყველა ბრალდება დოკუმენტურად გაქარწყლდა, რასაც არათუ ბოდიში, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი შეტევა მოჰყვა. OCCRP-ის ხელმძღვანელი ვინმე სალივანი ქსეროქსის ფურცელზე გვიმტკიცებს რომ სანდო დოკუმენტია, რაც ადასტურებს, რომ ივანიშვილის მეუღლემ რუსეთში ქონება გადაიფორმა, სტატიაში ერთი საინტერესო ხაზია, ტვ პირველი წერს ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვაო, ხაზარაძემ თვითონ თქვა, რომ პირველი მილიონი რუსეთში იშოვა და იქნებ მასზეც დაწეროთ ანალოგიური სტატია ან კითხვა დაუსვათ, თუ რადგან გაფინანსებთ ფულს სუნი არ აქვს?
რაც შეეხება OCCRP-ის საგამოძიებო სტატიას, რომელ ჭეშმარიტებაზე საუბრობ, როცა სტატიას საერთაშორისო გაუმჭვირვალობა საქართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფსკერი, რომლის მიღმა მხოლოდ მთავარი, ფორმულა და ტვ პირველი არის!
ამ ქსეროქსის ფურცელს დოკუმენტს როგორ უწოდებთ?” – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში