NYT: რუსეთი სანქციების სიაში მოხვედრილ დასავლურ ელექტრონიკას მაროკოს გზით იღებს

რუსეთი სანქციების სიაში მოხვედრილ დასავლურ ელექტრონიკას მაროკოს გზით იღებს. ამ ქვეყნის გავლით გადააქვთ ჩიპები, რომლებიც გამოიყენება როგორც მრეწველობაში, ისე იარაღის საწარმოებლად. ამაზე მეტყველებს The New York Times-ის გამოძიება.
გამოცემამ წვდომა მოიპოვა მაროკოში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლის მიმოწერაზე ელექტრონიკით მოვაჭრე რუსულ კომპანია „პროსოფთან“. გამოცემის თანახმად, მიმოწერაში ლაპარაკია ასეთი საქონლის მიწოდების ორგანიზებაზე.
საწარმოო ცენტრებიდან, მათ შორის ტაივანიდან, მომდინარე საქონელი ტანჟერ-მედის პორტში გადაიტვირთება გემებზე, რომლებიც რუსეთში მიემართება. ერთ-ერთ წერილში რუსი მოხელე წერს, რომ „მუდმივ კავშირშია“ პორტის დირექტორთან. The New York Times-ი ვაჭრობის პოტენციალს წელიწადში 10 მილიონ დოლარად აფასებს. გამოცემის თანახმად, პორტში ორგანიზებულია 20 ოპერატორი რუსეთში მიმავალ გემებზე საქონლის დასატვირთავად.
სანქციების გვერდის ავლით ელექტრონიკის მიწოდების სქემაში გამოიყენება მონაკოში რეგისტრირებული კომპანია Invent Moroc, ნათქვამია გამოძიებაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ის ჯართით ვაჭრობდა. ახლა ის მყიდველებს სთავაზობს ამერიკული კომპანიების Texas Instruments-ისა და Intel-ის, ასევე ნიდერლანდის კომპანია NXP-ის პროცესორებს, ნათქვამია გამოძიებაში.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს