NYT: ისრაელის მიერ ლარიჯანის მოკვლის შემდეგ ირანელ მაღალჩინოსნებს შიშები გაუჩნდათ

ალი ლარიჯანიBilal Hussein / Associated Pressგამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანის უზენაესი საბჭოს მდივნისა და რეჟიმის დე-ფაქტო მმართველის, ალი ლარიჯანის, მოკვლის შემდეგ რეჟიმის მაღალჩინოსნებს შიშები გაუჩნდათ ომისა და ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით.
NYT-ის მიხედვით, ისრაელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თეირანს ერთი ნაბიჯით უსწრებდა წინ, როცა საქმე რეჟიმის მაღალჩინოსნების უსაფრთხოებას ეხებოდა. გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ -ისრაელის იერიშები დაიწყო, რის ფარგლებშიც ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეიც მოკლეს, ირანელ მაღალჩინოსნებს უსაფრთხოების კუთხით დამატებითი უსაფრთხოების პროტოკოლი დაუწესდათ. თუმცა, ამის მიუხედავად რეჟიმის მოწინავე მაღალჩინოსნების ზუსტი მკვლელობები გაგრძელდა.
ორმა ირანელმა მაღალჩინოსანმა New York Times-თან საუბრისას რეჟიმის რიგებში გაჩენილი შიშები დაახასიათეს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, მას ზარები შემოუვიდა სხვა მაღალჩინოსნებისგან, რომლებიც შიშობდნენ ირანის ლიდერებისა და საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე. წყაროს თქმით, ყველა მათგანი კითხულობდა, თუ ვინ იქნება შემდეგი სამიზნე.
კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ლარიჯანის მკვლელობის შესახებ ცნობების მიღების შემდეგ ის შეკრთა. მისი თქმით, არსებობდა ყოვლისმომცველი შფოთვის განცდა, რომ არ შეჩერდება მანამ, სანამ ყველა ირანელ ლიდერს არ მოკლავენ და ისლამურ რესპუბლიკას არ დაამხობენ.
თებერვლის ბოლოს -მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად მოკლულთა შორის იყვნენ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი, მათ შორის, ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.
ხოლო 17 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა იერიშების შედეგად ასევე მოკლა ირანის რეჟიმის დე ფაქტო ლიდერი, ალი ლარიჯანი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებული “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი. IDF-ის განცხადებით, ორივე მათგანი ჩართული იყო ირანელი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოწყობილ “ხოცვა-ჟლეტასა” და სისასტიკით გამორჩეულ დარბევით ოპერაციებში.