NYT: ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნას განიხილავს

NYT-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, -ს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის მოხსნას განიხილავს. მათი ცნობით, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა მის ერთ-ერთ ახლო პოლიტიკურ პარტნიორს და მოკავშირეს ესაუბრა და უთხრა, რომ მან შესაძლოა ვერ შეძლოს კანდიდატურის “გადარჩენა” თუ ამაში უახლოეს მომავალში საზოგადოებას არ დაარწმუნებს. როგორც ცნობილია, ბაიდენის გარემოცვაში კანდიდატურის გადაყენების შესახებ საუბარი რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ დებატებში შესამჩნევი მარცხის შემდეგ გააქტიურდა.
გამოცემა NYT-ის ცნობით, ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ განაგრძობს ბრძოლას მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის და იაზრებს, რომ მიმდინარე და მომავალ კვირაში დაგეგმილი საჯარო გამოსვლები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით 5 ივლისს ABC News-ის ეთერში ჩანიშნული ინტერვიუ ჯორჯ სტეფანოპულოსთან და კამპანიები პენსილვანიასა და ვისკონსინში.