Novo Nordisk-მა კვარტალური წმინდა მოგება 32%-ით გაზარდა

დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Novo Nordisk-მა 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 32%-ით, ხოლო შემოსავალი 13%-ით გაზარდა.
კომპანიის საოპერაციო მოგებამ გასულ კვარტალში ბაზრის მოლოდინები არ გაამართლა, ხოლო შემოსავალმა პროგნოზებს გადააჭარბა.
Novo Nordisk-ის წმინდა მოგებამ აპრილ-ივნისში 26.5 მილიარდი დანიურ კრონას (4.12 მილიარდი დოლარი) მიაღწია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 20.05 მილიარდი დანიურ კრონას შეადგენდა. კვარტალური EBIT 29%-ით გაიზარდა 33.45 მილიარდ დანიურ კრონამდე.
კომპანიის შემოსავალი აპრილ-ივნისში 76.86 მილიარდ კრონამდე გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი – 68.06 მილიარდ კრონამდე. გაყიდვები, გაცვლითი კურსის სხვაობების გამოკლებით, 18%-ით გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით და მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი