Novartis-ი, Eli Lilly და Johnson & Johnson-ი ამერიკაში ჯამში $100 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავენ

Novartis-ი, Eli Lilly და Johnson & Johnson-ი ამერიკაში ჯამში $100 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავენ
შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Novartis-მა განაცხადა, რომ გეგმავს 23 მილიარდი დოლარის ინვესტირებას -ში 10 საწარმოს გაფართოებასა და მშენებლობაში. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ტარიფების დაწესების შესახებ გაჟღერებული გეგმებია – ინფორმაციას გამოცემა investopedia.com ავრცელებს.
დაგეგმილი ინვესტიციები გულისხმობს 6 ახალი წარმოებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნას სან-დიეგოში. მათი მშენებლობა მომდევნო 5 წლის განმავლობაშია დაგეგმილი. კომპანიის 6 საწარმოდან, რომლებიც კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებზე იქნება სპეციალიზებული, ორი ფლორიდასა და ტეხასში განთავსდება.
Novartis-ი აცხადებს, რომ პროექტების ფარგლებში ამერიკაში 4 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. Novartis-ის განცხადება მოჰყვა ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი ადმინისტრაცია „ძალიან მალე გამოაცხადებს მსხვილი საბაჟო გადასახადების დაწესებას ფარმაცევტულ პრეპარატებზე.“
ტრამპმა ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც კი ეს გადასახადები დაწესდება, ფარმაცევტული კომპანიები ამერიკულ ბაზარს მოაწყდებიან, რადგან ამერიკა უდიდესი ბაზარია.
ამასთან, Novartis-ის გენერალურმა დირექტორმა ვას ნარასიმჰანმა განაცხადა, რომ ტარიფების საკითხი კომპანიამ გაითვალისწინა, თუმცა ის ინვესტიციების გეგმების
გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა.
თებერვალში კონკურენტმა კომპანიამ Eli Lilly-მ განაცხადა, რომ აშშ-ში 4 ახალი ფარმაცევტული ქარხნის აშენებაში 27 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს.
ერთი თვის შემდეგ კი Johnson & Johnson-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს შიდა ინვესტიციების 55 მილიარდ დოლარამდე გაზრდას.
jandacva.ge